Wednesday, April 1, 2015

Oslo















დღემ გაიშალა კუპრივით თმები,
ააციმციმა წვრილი თვალები,
ამოიფშვინა ტკბილი ტყის ხმები,
როცა უქუდოდ თოვლში გავედი.

ტალახში ეგდო ვერცხლის ხურდები,
დახვრეტილებს რომ დაეღოთ პირი,
ყელსაბამივით ავკინძე, ვყვირი -
ჩვენ ვართ ჩვენივე თავის ქურდები.